Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის შესახებ მოლაპარაკებაზე დავას იწვევს გარდამავალი მთავრობის საკითხი


სირიის შესახებ ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეები ერთმანეთში დავობენ გარდამავალი მთავრობის საკითხზე. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებაზე წარმოადგინა განცხადება მთავრობის ძირითადი პრინციპების შესახებ. მაგრამ, ცნობების თანახმად, ოპოზიციამ უარყო ეს დოკუმენტი, რადგან ის არ ითვალისწინებს სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას. მთავრობა უარყოფს ოპოზიციის მოთხოვნას, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უნდა გადადგეს და არ მიიღოს რაიმე სახის მონაწილეობა გარდამავალი მთავრობის საქმიანობაში. ორშაბათს გავრცელდა ასევე ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიის მთავრობას მოუწოდა, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ალყაშემორტყმულ ქალაქ ჰომსში. სირიის მთავრობის წარმომადგენლებმა კვირას განაცხადეს ჟენევაში, რომ ქალებსა და ბავშვებს შეუძლიათ, დატოვონ ჰომსი. მაგრამ მხარეებს არ მიუღწევით შეთანხმებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე ჰომსის იმ რაიონებისთვის, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG