Accessibility links

logo-print

დემონსტრანტებმა დატოვეს უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შენობა


კიევში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა დატოვეს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო, რომელშიც მანამდე 16 საათით ადრე შეიჭრნენ. ახლა ისინი გარეთ, შენობასთან აწყობენ ბლოკადას. სამინისტროში შეიჭრნენ მოძრაობა „საერთო საქმის“ ინიციატივით. ამ მოძრაობის წარმომადგენელმა, ალექსანდრ დანილიუკმა დღეს დაწერა „ფეისბუქზე“, რომ შენობის ბლოკადა გაგრძელდება. მან უკრაინის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ხალხს მოუწოდა კიევში ჩასვლისაკენ და მთავრობის ყველა შენობის ბლოკირებაში მონაწილეობისაკენ. იუწყებიან აგრეთვე, რომ წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა ორშაბათს გამოთქვეს მზადყოფნა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. თუმცა მათ პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, დემონსტრანტების მოთმინებას ბოლო მოეღოს. უკრაინაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო ნოემბრის ბოლოს - მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG