Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა ბიძინა ივანიშვილს


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ იუსტიციის სამინისტროს სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასამართლომ ბათილად სცნო მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა. ივანიშვილმა სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილის შესაბამისი აქტი არ გააუქმა, მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ბოლოს უზენაეს სასამართლოს. „ნეტგაზეთი“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოსი და საფრანგეთის.
XS
SM
MD
LG