Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებას განაგრძობენ


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი და იუსტიციის მინისტრი, ელენა ლუკაჩი ორშაბათ საღამოს კვლავ შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებს, ოლეგ ტიაჰნიბოკს, ვიტალი კლიჩკოს და არსენი იაცენიუკს, მოლაპარაკების მორიგი რაუნდის გასამართად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზების თაობაზე. პარალელურად, კიევში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა დატოვეს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო, რომელშიც მანამდე 16 საათით ადრე შეიჭრნენ. ისინი გარეთ, შენობასთან ინარჩუნებენ ბლოკადას. სამინისტროში შეიჭრნენ მოძრაობა „საერთო საქმის“ ინიციატივით. ამ მოძრაობის წარმომადგენელმა, ალექსანდრ დანილიუკმა დღეს დაწერა „ფეისბუქზე“, რომ შენობის ბლოკადა გაგრძელდება. მან უკრაინის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ხალხს მოუწოდა კიევში ჩასვლისაკენ და მთავრობის ყველა შენობის ბლოკირებაში მონაწილეობისაკენ. უკრაინაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო ნოემბრის ბოლოს - მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG