Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: საფრანგეთი რეფერენდუმს გამართავს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე


საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ საფრანგეთის მოქალაქეები რეფერენდუმზე გადაწყვეტენ უნდა გახდეს თუ არა თურქეთი ევროკავშირის წევრი. ოლანდი ამ დაპირებით ორშაბათს, ანკარაში გამოვიდა. 22 წლის განმავლობაში ის საფრანგეთის პირველი ლიდერია, რომელიც თურქეთს ეწვია. ოლანდის თქმით, საფრანგეთი რეფერენდუმს იმ შემთხვევაში გამართავს, თუ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების 35 თავზე დაასრულებს მუშაობას. ოლანდის თქმით, ამჟამად შესრულებულია 14 თავი. რეფედენდუმის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ოლანდის წინამორბედი, ნიკოლა სარკოზი წინააღმდეგი იყო თურქეთისთვის ევროკავშირის სრული წევრობის შეთავაზების და აცხადებდა, რომ ეს ქვეყანა ძალიან განსხვავდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან. ევროკავშირმა ახლახან გააკრიტიკა პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობა, თურქეთის იუსტიციის სისტემაზე კონტროლის გამყარების მცდელობის გამო. ამ მცდელობას წინ უძღოდა გამოძიება კორუფციის თაობაზე, რომელშიც არაერთი გავლენიანი ფიგურა იყო ჩართული.
XS
SM
MD
LG