Accessibility links

logo-print

ბაიდენი მოუწოდებს იანუკოვიჩს დაძაბულობის განმუხტვისკენ


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს უკან დახიოს სპეცდანიშნულების რაზმები და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან დაძაბულობის განსამუხტავად. ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა იანუკოვიჩს და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა სამშაბათის პარლამენტის საგანგებო სესიაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, მათ შორის - საპროტესტო გამოსვლების საწინააღმდეგო კანონების გაუქმებისკენ. ბაიდენმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება უკრაინაში „დახურავს ვითარების მშვიდობიანად მოგვარების სივრცეს“. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეორედ ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG