Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა


უკრაინაში გადადგა პრემიერ-მინისტრი ნიკოლა აზაროვი, რის შესახებაც ცნობილი გახდა პარლამენტის დღევანდელი, რიგგარეშე სხდომის დასაწყისშივე. აზაროვის განცხადებით, მისი გადადგომის მიზანია, შეიქმნას „დამატებითი შესაძლებლობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებელი პოლიტიკური კომპრომისის მოსაძებნად“. ოპოზიციის ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს შეფასებით, აზაროვის გადადგომა არის მხოლოდ „ნაბიჯი გამარჯვებისაკენ“. გასული კვირის მიწურულს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა ოპოზიციის სხვა ლიდერს, არსენი იაცენიუკს, მაგრამ იაცენიუკმა უარი თქვა. გუშინ საღამოს იანუკოვიჩი შეხვდა ოპოზიციის სამ ლიდერს, მათ შორის კლიჩკოს და იაცენიუკს და დაყაბულდა მათ პარლამენტის მიერ 16 იანვარს დამტკიცებული, დემონსტრაციების შემზღუდველი კანონების გაუქმებაზე. იქვე იანუკოვიჩი ამნისტიას დაჰპირდა საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებს, თუ დემონსტრაციებს ბოლო მოეღება.
XS
SM
MD
LG