Accessibility links

დღეს ბრიუსელში იმართება რუსეთ-ევროკავშირის სამიტი


დღეს ბრიუსელში იმართება რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომლის ფონსაც ქმნის დაძაბულობა უკრაინის გარშემო. სამიტის მონაწილეებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ. თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა ორდღიან შეხვედრას და საზეიმო ბანკეტს, მაგრამ მიმდინარე თვეში ევროკომისიის პრეს-მდივანმა გამოაცხადა, რომ სამიტის პროგრამა შეიცვალა „ბოლოდროინდელ პროცესებთან“ დაკავშირებით. რუსეთ-ევროკავშირის სამიტის პარალელურად გაიმართება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან.
XS
SM
MD
LG