Accessibility links

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველებს ისტორიის ცოდნა აღარ ევალებათ


საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით დაინტერესებული პირები საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესამოწმებელი ტესტირების გავლისგან თავისუფლდებიან. მათ მხოლოდ ქართული ენის ცოდნის დონე შეუმოწმდებათ. ამას "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებასთან, შეწყვეტასთან და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მთლიანად გადაიხედა. პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და უკვე წარედგინა განსახილველად პარლამენტს.
XS
SM
MD
LG