Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივანი: აშშ არ უწყობს ხელს სამშვიდობო ძალისხმევას


ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები ხელს არ უწყობს სამშვიდობო პროცესს. პრესმდივანმა აიმალ ფაიზიმ დღეს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა ასევე მოსაზრება, რომ შეერთებულმა შტატებმა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს ავღანეთის მეზობელ პაკისტანზე, ისევე როგორც თალიბანზე, ავღანეთში სტაბილიზაციის მისაღწევად. „ჩვენ გვსურს ის, რომ ამერიკამ ოფიციალურად გამოაცხადოს, რომ არ დაუწყია სამშვიდობო პროცესი ავღანეთში. მათ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ ამ წარუმატებლობის მიზეზები. მათ უნდა თქვან - სამშვიდობო პროცესი იმიტომ არ დაიწყო, რომ პაკისტანი ეწინააღმდეგება თანამშრომლობას, თუ იმიტომ, რომ თალიბანი ამბობს უარს? მათ უნდა გვითხრან, პაკისტანის სამოქალაქო მთავრობა ეწინააღმდეგება, თუ სამხედროები ეწინააღმდეგებიან ჩვენთან თანამშრომლობას“, განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. აშშ-ს ამჟამად 38 000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში, რომელსაც წლის ბოლომდე უცხოელი სამხედროების უდიდესი ნაწილი დატოვებს.
XS
SM
MD
LG