Accessibility links

უკრაინის საკითხი შესაძლოა განიხილონ რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე


სამშაბათს ბრიუსელში გაიმართება რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, სადაც შესაძლებელია განიხილონ უკრაინის საკითხი. რამდენიმე ხნით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამიტის ფარგლებში განიხილებოდა ეკონომიკური, პოლიტიკური და საერთაშორისო საკითხები, ასევე სავიზო რეჟიმი რუსეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. სამიტში მონაწილეობას იღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირის წარმომადგენელი ჰერმან ვარ რუმპე, ევროკომისიის წარმომადგენელი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი.
XS
SM
MD
LG