Accessibility links

logo-print

ბრიუსელში დაიწყო რუსეთ-ევროკავშირის სამიტი


ბრიუსელში დაიწყო რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომლის ფონსაც ქმნის დაძაბულობა უკრაინის გამო. სამიტის მონაწილეებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ. თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა ორდღიან შეხვედრას და საზეიმო ბანკეტს, მაგრამ მიმდინარე თვეში ევროკომისიის პრეს-მდივანმა გამოაცხადა, რომ სამიტის პროგრამა შეიცვალა „ბოლოდროინდელ პროცესებთან“ დაკავშირებით და ბანკეტი გაუქმდა. რუსეთ-ევროკავშირის სამიტის პარალელურად გაიმართება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან.
XS
SM
MD
LG