Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამოწმებს ცნობას ცხინვალისა და ლანუზეის შორის შეთანხმების თაობაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში ამოწმებს გავრცელებულ ცნობას, რომ ქალაქ ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ იტალიის ქალაქ ლანუზეის მერთან გააფორმა ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმება. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ იტალიის ოფიციალური პოზიცია კვლავ მტკიცე და ურყევია და, აქედან გამომდინარე, ე.წ. შეთანხმების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამინისტრო მიმართავს იტალიის საგარეო უწყებას რეაგირებისა და სათანადო ზომების მიღების თხოვნით," - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში. ინფორმაცია, რომ 13 იანვარს ცხინვალისა და ლანუზეის მერებმა, ალან ალბოროვმა და დავიდ ფერელიმ იტალიაში ხელი მოაწერეს კულტურულ-ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას, 27 იანვარს გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სანაკოევმა.
XS
SM
MD
LG