Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილი მზად არის, საპატიმროდან მისი გაყვანის საკითხზე სიცრუის დეტექტორით შეამოწმონ


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, საპატიმროდან მისი გაყვანის საკითხზე სიცრუის დეტექტორით შეამოწმონ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეს განიხილავს, მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ამ ტესტს ჩაატარებს „მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაში ეჭვი აღარავის ეპარება.“ ამ განცხადების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა და მოწმეთა დაკითხვას არ დასწრებია.
XS
SM
MD
LG