Accessibility links

მორიგეობა ვაკის პარკში


28 იანვარს, დილით, ვაკის პარკში გარემოსდამცველი აქტივისტების მობილიზაცია გამოცხადდა. ადგილზე დაახლოებით სამოცამდე ადამიანი შეიკრიბა, რათა ინვესტორისთვის სასტუმროს მშენებლობის საშუალება არ მიეცათ. ქალაქის ცენტრალურ პარკში აქტვისტები უკვე მეხუთე დღეა 24 საათი მორიგეობენ. მათ გაშლილი აქვთ კარვები და მოწყობილი აქვთ ბარიკადები. აქციის მონაწილეები პარკში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგენიან.

XS
SM
MD
LG