Accessibility links

ჟენევაში ოთხშაბათს განახლდება სირიის შესახებ მოლაპარაკება


ჟენევაში შეწყდა სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკება, მხარეებს შორის უთანხმოების ფონზე. ოპოზიციონერების განმარტებით, სამშაბათს გაუქმდა დღის მეორე ნახევრის შეხვედრა, მაგრამ მოლაპარაკება ოთხშაბათს გაგრძელდება. მხარეებს შორის კვლავაც მკვეთრ უთანხმოებას იწვევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადის რეჟიმის მომავლის განსაზღვრა. ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და გარდამავალი მთავრობის შექმნას. გასული კვირის მიწურულს მხარეებმა მიაღწიეს შუალედურ შეთანხმებას სირიის ქალაქ ჰომსიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის შესახებ. ჰომსი თითქმის ორი წელია ალყაშემორტმული მთავრობის ჯარების მიერ.
XS
SM
MD
LG