Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის გადადგომა


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვისა და მისი კაბინეტის გადადგომა. აზაროვმა სამშაბათს გამოაცხადა პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ - მისი განმარტებით, ასეთ ნაბიჯს დგამს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების ხელშესაწყობად. აზაროვის პრეს-მდივნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი, სერგეი არბუზოვი. სამშაბათსვე უკრაინის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირეს დემონსტრაციების შემზღუდველი, სადავო კანონის გაუქმებას.
XS
SM
MD
LG