Accessibility links

logo-print

პუტინი: რუსეთი შეასრულებს უკრაინასთან დადებულ შეთანხმებებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთი შეასრულებს უკრაინასთან დადებულ ეკონომიკურ შეთანხმებებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში მთავრობა შეიცვლება ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად. პუტინმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბრიუსელში, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე. მან პირობა დადო, რომ უკრაინა რუსეთისაგან კრედიტების სახით მიიღებს 15 მილიარდ დოლარს - იმის მიუხედავად, თუ ვინ იდგება ხელისუფლების სათავეში. პუტინის თქმით, ძალაში დარჩება შეთანხმება გაზის გაიაფების შესახებაც. პუტინმა კიევს კრედიტები და გაზის გაიაფება შესთავაზა მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ შარშან ნოემბერში უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ამ გადაწყვეტილებას უკრაინაში მოჰყვა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG