Accessibility links

ავღანეთის ჯარისკაცების განათლების პროგრამამ მიზანს ვერ მიაღწია


ამერიკელ სამხედრო ინსპექტორთა თქმით, ჩაშლის საფრთხე ემუქრება ვაშინგტონის მიერ შემუშავებულ 200 მილიონ დოლარად ღირებულ პროგრამას, რაც ავღანელი ჯარისკაცების განათლების გაუმჯობესებას ემსახურება. ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიცია მიზნად ისახავდა, რათა ავღანეთის უსაფრთხოები ძალების 100 %-ს მიეღო საფუძვლიანი წერა-კითხვა. თუმცა, ავღანეთის არმიის რეკონსტრუქციის საკითხებზე კონგრესის მიერ დანიშნული გენერალური ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, 2013 წლის თებერვლისათვის ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მესამედი გაუნათლებელი იყო. შესაბამისად, არარეალისტურია მათი საერთო რაოდენობის 100% -ისათვის განათლების მიცემა.
XS
SM
MD
LG