Accessibility links

logo-print

ობამა: "აშშ განაგრძობს თავის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რეცესიის შედეგების დაძლევას"


სამშაბათს საღამოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის წინაშე წარდგა თავისი ყოველწლიური სიტყვით ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”. ობამას თქმით, ქვეყანა წარმატებით განაგრძობს თავის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რეცესიის შედეგების დაძლევას. პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებიც უნდა გატარდეს სამუშაო ადგილების რიცხვის გაზრდისა და ამერიკელთა შემოსავლების ამაღლების მიზნით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ-ში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხოლო მრეწველობის სფეროში 90-იანი წლებიდან მოყოლებული პირველად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. საერთაშორისო პოლიტიკაზე ლაპარაკისას, ობამამ გამოყო ერაყში ომის დასრულება და ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, აგრეთვე, აშშ-ის ძალისხმევა, მიაღწიოს შეთანხმებას ირანთან ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის საკითხზე.
XS
SM
MD
LG