Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა მხარს უჭერს უკრაინის ხალხის გამოხატვის უფლებას


აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურ მიმართვაში უკრაინასაც შეეხო. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ხალხის „თავისუფალი და მშვიდობიანი“ გამოხატვის უფლებას. ობამამ აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინის ხალხს უფლება აქვს განსაზღვროს თავისი მომავალი. უკრაინის ოპოზიციის ერთერთი ლიდერი არსენი იაცენიუკი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ობამას გამოსვლას და დაწერა - „ჩვენ უკრაინის უფრო ნათელი მომავლისკენ მივიწევთ“. თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის სატელეფონო საუბრის შესახებ. ბაიდენი მიესალმება სამშაბათს უკრაინაში მიღწეულ პროგრესს. მან ვითარების მშვიდობიანად მოსაგვარებლად ოპოზიციასთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდა იანუკოვიჩს.
XS
SM
MD
LG