Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი დეპუტატები იმსჯელებენ ამნისტიაზე


უკრაინელმა კანონმდებლებმა დღეს უნდა იმსჯელონ იმ პირთა ამნისტიაზე, ვინც ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დააკავეს. დღეს კიევში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი კეთრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე გამართავენ შეხვედრებს. პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ამნისტია შეიძლება განხორციელდეს, თუკი დემონსტრანტები გაათავისუფლებენ ქუჩებს და დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს. ამ დრომდე ოპოზიცია უარს აცხადებს მსგავსი პირობის შესრულებაზე.
XS
SM
MD
LG