Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრავჩუკი: უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას


უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკის აზრით, უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას. ეს შეფასება მან პარლამენტში გამოსვლისას გამოთქვა და დეპუტატებს მოუწოდა, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ქმედებებს. კრავჩუკმა - უკრაინის პირველმა პოსტსაბჭოთა პრეზიდენტმა - დეპუტატებს მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მსჯელობენ ბოლო ორი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების შესაძლო ამნისტიაზე. ოპოზიცია მოითხოვს დაკავებული დემონსტრანტების უპირობო ამნისტიას, ხოლო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონული პარტიის“ წინადადებით, ამნისტია მისაღები იქნება, თუ შეწყდება საპროტესტო გამოსვლები და მთავრობის შენობების ოკუპაცია. ოპოზიცია უარყოფს ამ მოთხოვნას. გუშინ იანუკოვიჩმა მიიღო პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომა და პარლამენტმა გააუქმა დამონსტრაციების შემზღუდველი კანონები, რომლებიც ორი კვირით ადრე დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG