Accessibility links

logo-print

ერაყში, ანბარის პროვინციაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება


ცენტრალურ ერაყში მდებარე ანბარის პროვინციიდან იუწყებიან ერაყის უშიშროების ძალებსა და ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებს შორის ინტენსიური შეტაკებების შესახებ. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის ცნობით, შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქ რამადიში, მის სამხრეთში მდებარე რაიონებში. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაიჭრნენ უშიშროების ძალების იერიშის მსვლელობაში. ხოლო ქალაქ ფალუჯაში მედიკოსები აცხადებენ, რომ ბრძოლების შედეგად დაიღუპა შვიდი და დაიჭრა 23 ადამიანი. ანბარის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლების მონაცემებით, 650 ათასს აღწევს ერთი თვის წინ დაწყებული კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირად ქცეულთა რიცხვი.
XS
SM
MD
LG