Accessibility links

logo-print

ჟენევაში განახლდა სირიის შესახებ მოლაპარაკება


ჟენევაში განახლდა სირიაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების მოლაპარაკება, თუმცა მეხუთე დღე მიმდინარე შეხვედრაზე პროგრესისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. სირიის მთავრობის და ოპოზიციის დელეგატები დღეს შეხვდნენ გაეროს და არაბული ლიგის წარმომადგენელს, ლახდარ ბრაჰიმის. სამშაბათს ბრაჰიმიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „არავინ ტოვებს“ შეხვედრას. სამშაბათს მოლაპარაკება შეწყდა მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობის დელეგაციამ დანარჩენ მონაწილეებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ განცხადებისთვის, რომელშიც დაგმობილია ვაშინგტონი, სირიაში მეამბოხეების დახმარების შედეგად „ტერორისტების“ მხარდაჭერისათვის. დელეგაციებს შორის კვლავაც იწვევს განხეთქილებას ის საკითხი, უნდა გადადგეს თუ არა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, გარდამავალი მთავრობისათვის ძალაუფლების გადასაცემად. ჟენევაში მოლაპარაკება პარასკევამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG