Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს სომეხი აგენტის დაკავების შესახებ


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტის დროს, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომეხი აგენტი დააკავეს. სამინისტროს მიერ წუხელ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ურთიერთსროლაზე საზღვრის გასწვრივ, აზერბაიჯანელ სამხედროებსა და სომეხ „დივერსანტებს“ შორის. სამინისტროს ცნობით, დააკავეს სომხების მეგზური, 65 წლის მამაკაცი, რომელიც შეიარაღებული იყო და ურთიერთსროლის დროს დაიჭრა. ამ ცნობის ფონია მთიანი ყარაბაღის გარშემო დაძაბულობის გამწვავება. ბოლო 10 დღის განმავლობაში დაიღუპნენ, სულ ცოტა, ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელი ორი შეიარაღებული პირი.
XS
SM
MD
LG