Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარულად გადაღებულ ვიდეომასალებში შსს-მ აღმოაჩინა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის კიდევ რამდენიმე ჩანაწერი


ფარულად გადაღებულ ვიდეომასალებში შსს-მ აღმოაჩინა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის კიდევ რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც განადგურდება - ამის შესახებ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა. მისი ცნობით, სხვა შინაარსის მასალებზე გამოძიება დაიწყება. შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განმარტებით, არსებობს წინა ხელისუფლების პირობებში უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების 635 დისკი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებზე თვალთვალს ასახავს. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის მუშაობის შედეგად სექტემბერში განადგურდა მოქალაქეთა ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების 144 ფაილი.
XS
SM
MD
LG