Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერი საჭიროდ მიიჩნევს თალიბანთან მოლაპარაკებას


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა აქტიურად იმუშავებს თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხზე. შარიფმა ოთხშაბათს პარლამენტს წარუდგინა ოთხკაციანი კომიტეტი, რომელსაც ევალება თალიბებთან მოლაპარაკების ორგანიზება. მანვე ექსტრემისტებს მოუწოდა ზავის დაცვისაკენ. ამასთან, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დაგმო თალიბანი ბოლო თვეებში უშიშროების ძალებსა და სამოქალაქო პირებზე მოწყობილი თავდასხმებისათვის. ნავაზ შარიფის ამ გამოსვლის ფონს ქმნის პაკისტანში გახშირებული მოწოდებები ექსტრემისტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციების დაწყებისაკენ.
XS
SM
MD
LG