Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის შესახებ მოლაპარაკებაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს


სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. ოთხშაბათს ორივე მხარემ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ „ჟენევის კომუნიკეს“ განხილვაზე. ეს დოკუმენტი 2012 წლის შუა პერიოდში მოიწონეს მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა. „ჟენევის კომუნიკე“, რომელიც გაეროს ინიციატივით მომზადდა, ითვალისწინებს ზომებს სირიაში ბრძოლებისათვის ბოლოს მოსაღებად და გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად. ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ვერ იქნება გარდამავალი მთავრობის წევრი. მაგრამ სირიის მთავრობა უარყოფს ხელისუფლებიდან ბაშარ ალ-ასადის წასვლის მოთხოვნას. მთავრობა მოითხოვს აგრეთვე, რომ პრიორიტეტულ ამოცანად განისაზღვროს სირიაში ტერორიზმთან ბრძოლა.
XS
SM
MD
LG