Accessibility links

logo-print

ირანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს


ირანმა და თურქეთმა ვაჭრობის შესახებ სამი კონტრაქტი გააფორმეს თეირანში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის, ვიზიტისას. ერდოანის განცხადებით, სამშაბათს ხელმოწერილი შეთანხმებები თურქეთს დაეხმარება ირანიდან მეტი ნავთობისა და გაზის იმპორტში. ერდოანის ვიზიტს წარმოსახავენ მისიად ორ მეზობელს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, სირიის გამო უთანხმოების ფონზე. ირანი მიჩნეულია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირედ მაშინ, როცა თურქეთი მხარს უჭერს მეამბოხეების ჯგუფებს, რომლებიც სირიის მმართველი რეჟიმის დასამხობად იბრძვიან. ირანის საგარეო უწყების განცხადებით, თურქეთთან თეირანის ურთიერთობა „ახალ ეტაპზე“ გადადის და ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG