Accessibility links

logo-print

სოჭის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ეწინააღმდეგება სოკ-ის პრეზიდენტს


სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, დმიტრი ჩერნიშენკო ამბობს, რომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად, სპორტსმენებს ჰქონდეთ პოლიტიკური შეხედულებების ღიად გამოხატვის უფლება თამაშების დროს გამართულ პრესკონფერენციებზე. ჩერნიშენკოს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის შეხედულებას - რომ სპორტსმენებს პრესკონფერენციებზე შეუძლიათ პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლა. ბახმა ორშაბათს თქვა, რომ ოლიმპიური თამაშები „არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური დემონსტრაციებისთვის“, თუმცა „სპორტსმენები სიტყვის თავისუფლებით სარგებლობენ და თუ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური განცხადებით გამოსვლას ისურვებენ, მათ ამის სრული თავისუფლება აქვთ“. ჩერნიშენკომ, ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ სპორტსმენები პოლიტიკურ საკითხებზე ლაპარაკს შეძლებენ სოჭში საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას, ოლიმპიური ობიექტებიდან მოშორებით. ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები სოჭში 7 თებერვალს გაიხსნება.
XS
SM
MD
LG