Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი თარგამაძე: ორივეს ლიკვიდაცია რომ თვითმიზანი ყიფილიყო, ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა


საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. "რაც შეეხება კონკრეტულად დაკავების ბრძანებას, ეს იყო ადეკვატური, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროფესიონალები და მძიმედ შეიარაღებულები, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ადეკვატური ქმედება ძალოვნების მიერ იყო აბსოლუტურად დასაბუთებული. ის იძახის, რომ ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო და იქ იგულისხმება ის, რომ თუ დამნაშავეები გასწევდნენ წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში ძალოვნების ადეკვატური მოქმედება მომხდარიყო. ორივეს ლიკვიდაცია რომ თვითმიზანი ყიფილიყო, ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა", - აცხადებს გივი თარგამაძე ჟურნალისტებთან საუბარში, რომლის კომენტარსაც „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG