Accessibility links

logo-print

ლევან ამირიძე: 12-12 ათასი ლარი აიღეს მათ, ვინც ჩაგვცხრილა


„12-12 ათასი ლარი აიღეს მათ, ვინც ჩაგვცხრილა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მუხროვნის ამბოხისთვის გასამართლებულმა ლევან ამირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ყველა ის პირი, ვინც სპეცოპერაციის დროს მათ ჩაცხრილვაში მონაწილეობდა, წამყვან თანამდებობაზე არიან და ჩვეულებრივ მსახურობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. "ჩემი თანამებრძოლებისგან ვიცი, რომ როდესაც დაგვაკავეს, ვანო მერაბიშვილი ეუბნებოდა, რატომ არ დახოცეთ ეს ჯარისკაცები, დახვრიტეთ ადგილზე და მოაწყვეთ ისე, თითქოს გაქცევას აპირებდნენო. ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი გადაეფარა ამ ჯარისკაცებს, რას აკეთებთო?!" - იხსენებს ამირიძე. მისივე თქმით, ინტერნეტში გავრცელებული კადრები უშუალოდ 5 მაისს არის გადაღებული მუხროვნის სამხედრო ნაწილის ტერიტორიის გარეთ, გამშვებ პუნქტზე და იმ ადამიანებს, რომლებიც კადრებში ჩანან და, რომლებიც განკარგულებებს გასცემენ, პირადად იცნობს.
XS
SM
MD
LG