Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარმა პროკურატურამ დაიწყო "მუხროვნის კადრების" გამოძიება


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ვანო მერაბიშვილი "დიდი პრემიის" სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან "ორ გვამს" ითხოვს, გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. "29 იანვარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტავს - ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. ინტერნეტში გუშინ ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველ ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG