Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ექსტრემისტები შეიჭრნენ ტრანსპორტის სამინისტროს შენობაში


ბაღდადიდან იუწყებიან რამდენიმე აფეთქებისა და ერაყის ტრანსპორტის სამინისტროში ექსტრემისტების შეჭრის შესახებ. სულ ცოტა, ექვსი შეიარაღებული პირი შეიჭრა ტრანსპორტის სამინისტროში და მასზე კონტროლი დაამყარა. ცნობების თანახმად, თანამშრომლების უმრავლესობამ შენობის დატოვება შეძლო. იუწყებიან ასევე, რომ მოკლულია რამდენიმე თავდამსხმელი. დღესვე ბაღდადში, სულ ცოტა, ორი ბომბი აფეთქდა ბაზრის მახლობლად. დაიღუპა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი. ამ ინციდენტების შედეგად ერაყში 900-ს გადააჭარბა მარტო იანვარში დაღუპულების რიცხვმა. ცნობები ვრცელდება ცენტრალური ანბარის პროვინციიდანაც, სადაც ერთმანეთს ორ ქალაქში, რამადისა და ფალუჯაში უპირისპირდებიან ერაყის ჯარები და ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტები. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის ცნობით, უშიშრეობის ძალები ნაკლებად ინტენსიურად ბომბავენ ამ ქალაქებს. ბრძოლების გამო ათიათასობით ადგილობრივი მოსახლე გაიქცა რამადიდან და ფალუჯიდან.
XS
SM
MD
LG