Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ოთანაძე "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას გამოეხმაურა


ნაციონალური მოძრაობის განცხადება, რომ მუხროვანის ამბოხება რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით იყო დაგეგმილი, დღეს კვლავ კატეგორიულად უარყვეს კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ამირიძემ, რომელიც 2009 წელს რეინჯერების ბატალიონს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება აპირებდა აღლუმისთვის მზადებას რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. „ამას თავისთავად მოჰყვებოდა კარვების ქალაქის აღება და ძალა უნდა გამოყენებულიყო. ზუსტად ვიცოდი, რომ უკან არ დაიხევდნენ, რაც მოგვიანებით, 2011 წლის 26 მაისს შეასრულა კიდეც მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენ ვნახეთ სახურავზე შემოდებული გვამები“ - განაცხადა ამირიძემ. მისივე თქმით, იგივე მოხდებოდა 2009 წლის მაისშიც. კობა ოთანაძის განცხადებით, 2009 წელის 5 მაისს რეალურად ის მოხდა, რომ სამხედრო მეთაურები ჟურნალისტების მიწვევას და ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ პროცესებში სამხედროთა ჩართვის განზრახვის გამო პროტესტის გამოთქმას აპირებდნენ.
XS
SM
MD
LG