Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ 29 იანვარს გავრცელებული ვიდეომასალა ავთენთურია


შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ 29 იანვარს გავრცელებული ვიდეომასალა ავთენთურია. „ეს ჩანაწერი მახსოვს, კადრებშიც ჩანს, რომ ღიად კეთდება ვიდეოკამერის წინ და მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა “ - განაცხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვანო მერაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში „ყველასთვის ცნობილი ადამიანების“ გარდა მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი. „ჩვენი ინფორმაციით, კვალის დაფარვის მიზნით, მათი ლიკვიდაცია მოახდინეს შეთქმულების ორგანიზტორებმა და ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG