Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში მძიმე მდგომარეობაშია ქალი, რომელმაც თავის დაწვა სცადა


აზერბაიჯანში მძიმე მდგომარეობაშია 21 წლის ქალი, რომელმაც თავის დაწვა სცადა. მან ბაქოში ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მისი მოტივები უცნობია. საქმე ეხება მიმდინარე თვეში აზერბაიჯანში თავის დაწვის უკვე მეოთხე შემთხვევას. ორი დღის წინ ყარაბაღის ომის ვეტერანმა სცადა თავის დაწვა ცენტრალურ აზერბაიჯანში მდებარე ბარდის რაიონში, ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებების გასაპროტესტებლად. ეს პირიც საავადმყოფოშია მოთავსებული. გასულ თვეში ბაქოში თავი დაიწვა ასევე ყარაბაღის ომის ვეტერანმა, რასაც ქვეყანაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ის აპროტესტებდა მაღალი რანგის ოფიციალური პირის უსამართლო ქმედებებს.
XS
SM
MD
LG