Accessibility links

logo-print

აშშ გამოთქვამს შეშფოთებას სირიის ქიმიური იარაღის განადგურების დაყოვნების გამო


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ სირიის მთავრობა ჩამორჩა თავისი ქიმიური იარაღის გასანადგურებლად ჩაბარების გეგმას. როგორც ჰეიგელმა პოლონეთში ვიზიტისას თქვა, ნათელი არ არის, დაყოვნება „არაკომპეტენტურობის“ ბრალია, თუ რაიმე სხვა მიზეზით არის გამოწვეული. ჰეიგელის განცხადებით, მან ამ საკითხზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან. რუსეთი სირიის მთავრობის მოკავშირეა და გასულ წელს აწარმოა ვაშინგტონთან მოლაპარაკება შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც სირიის მმართველი რეჟიმი დათანხმდა ქიმიური იარაღის არსენალის ჩაბარებას, აშშ-ის სამხედრო ოპერაციის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG