Accessibility links

logo-print

ნემცოვი აცხადებს, რომ ოლიმპიადის სამზადისში ადგილი ჰქონდა მასობრივ კორუფციას


რუსი ოპოზიციონერი და ქვეყნის ყოფილი ვიცე პრემიერ-მინისტრი ბორის ნემცოვი აცხადებს, რომ სოჭის ოლიმპიადის სამზადისში ადგილი ჰქონდა მასობრივ კორუფციას. ოთხშაბათს ვაშინგტონში სტუმრობისას ნემცოვმა აღნიშნა, რომ ოლიმპიადისათვის მოზიდული თანხებიდან 30 მილიარდი დოლარი მოიპარეს. ოპოზიციონერი ამ თანხების გაფლანგვას რუსეთის ხელისუფლებასა და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს აბრალებს. ვაშინგტონში ნემცოვმა წარმოადგინა ლეონიდ მარტინიუკთან ერთად თანაავტორობით შექმნილი ანგარიში, რომელიც ჯერ კიდევ მაისში გამოქვეყნდა, ხოლო მისი ინგლისური ვერსია მოგვიანებით გავრცელდა. ანგარიშის ავტორები თანხების გაფლანგვის დასკვნამდე პროექტების საწყისი და საბოლოო ღირებულების შესწავლისა და სხვა ქალაქებში ჩატარებული ოლიმპიადების დროს დახარჯულ თანხებთან შეფარდების შემდეგ მივიდნენ. ანგარიშის ავტორები ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების გონივრულობას რუსეთის ყველაზე თბილ ადგილას, რომელსაც იმერეთის დაბლობი ეწოდება
XS
SM
MD
LG