Accessibility links

logo-print

მიუნხენში იწყება უსაფრთხოების კონფერენცია


მიუნხენში უსაფრთხოების 50-ე კონფერენცია იწყება. გერმანიის ამ ქალაქში დღეს სახელმწიფოებისა და მთავრობების 20-მდე მეთაური, რამდენიმე ათეული საგარეო და თავდაცვის მინისტრი იკრიბება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია სამ დღეს გასტანს და მისი დღის წესრიგის უმთავრესი საკითხებია - სამოქალაქო ომი სირიაში, პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში და ირანის ბირთვული პროგრამა. რუსეთს კონფერენციაზე წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტი სერგეი ლავროვი. ვაშინგტონის დელეგაციაში იქნებიან სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი. საგარეო საქმეთა მინისტრით იქნება წარმოდგენილი ირანიც. მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი კეთრინ ეშტონი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვარ რუმპე, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, სირიის საკითხში საერთაშორისო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი. კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან - ვიტალი კლიჩკოსა და არსენი იაცენიუკთან, აგრეთვე რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გეგმავს.
XS
SM
MD
LG