Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მთვრობის დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: "გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა" და ის კონფერენციაში მონაწილე პირებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიმდინარე რეფორმებზე. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს: ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯონ მაკკეინთან, გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნთან, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერისთან, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორ ფრედერიკ კემპესთან, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰაგელთან. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება აგრეთვე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერბეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს, ბულგარეთის პრეზიდენტს. საქართველოს დელეგაციაში არიან აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
XS
SM
MD
LG