Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უშედეგოდ სრულდება


ჟენევაში დღეს დასრულდება სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. მოელიან, რომ ეს რაუნდი ძალადობის შეწყვეტის, პოლიტიკური გარდაქმნის, ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხებში რაიმე პროგრესის გარეშე დამთვრდება. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და სირიის ეროვნული საბჭოს მომლაპარაკებლები ხუთშაბათს იმაზე მსჯელობდნენ - ვინ არის კონფლიქტზე პასუხისმგებელი. საერთაშორისო მედიატორმა ლახდარ ბრაჰიმიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკების ორივე მხარე ტერორიზმს ძალიან სერიოზულ პრობლემად თვლის, თუმცა, მისი მოგვარების გზებზე ვერ თანხმდებიან. ბრაჰიმიმ დღეს უნდა დაასახელოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის თარიღი. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ოპოზიციის ლიდერი აჰმად ჯარბა მოლაპარაკებებს შორის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ლახდარ ბრაჰიმი კი, მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებს მიაწვდის ინფორმაციას მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შესახებ.
XS
SM
MD
LG