Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტს ქმედითი ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს


უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რათა გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები ქვეყანაში მძვინვარე კრიზისის განსამუხტავად. თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის თანახმად, პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდეს იანუკოვიჩს, რათა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა „გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები ვითარების სტაბილიზებისათვის და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოს სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა.“ სამხედრო უწყება ასევე დაუშვებელს უწოდებს დემონსტრანტების მიერ სამთავრობო შენობების დაკავებას და აცხადებს, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია საფრთხეს უქმნის ქვეყანას ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG