Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთზე ინსპექციის დასკვნას არ ეთანხმება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ეთანხმება სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული ავღანეთის სამინისტროებისადმი ამერიკული დახმარების ხარჯვის მიზნობრიობა. კონგრესის მიერ დანიშნულმა ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხების სპეციალურმა გენერალურმა-ინსპექტორმა ხუთშაბათს წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც „USAID-ის კონტრაქტორებმა ავღანეთის 16 სამინისტრო შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ "სამინისტროები არ ეკიდებიან პასუხისმგებლობით ფონდების მართვას.“ ანგარიშის თანახმად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „უარს ამბობს შეასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა“, ვიდრე ავღანეთის სამინისტროების თანხების მიღებამდე არ მოაგვარებენ მენეჯმენტის პრობლემებს. თუმცა, აშშ-ის ახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკმა ხუთშაბათს აღნიშნა, რომ ქაბულს თანხები „აღრიცხვის მკაცრი მექანიზმებით მიეწოდებოდა, რაც პროცესის განმავლობაში აშშ-ის მთავრობას სახსრების გაკონტროლების საშუალებას აძლევდა.“ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ავღანეთის მთავრობას წლების განმავლობაში ადანაშაულებენ მაღალი კორუფციის გამო.
XS
SM
MD
LG