Accessibility links

logo-print

დემონსტრანტებმა მერაბიშვილის ბანერი წითლად შეღებეს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა პარტიის ოფისის შენობიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბანერის ჩამოხსნა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს დღეს ჰქონდათ ოპოზიციის დარბევის ამსახველი ბანერები და სანდრო გირგვლიანისა და სხვა წინა ხელისუფლების დროს დაღუპული ახალგაზრდების სურათები.აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მერაბიშვილის მიმართ ბრალი აუცილებლად უნდა დამძიმდეს და ასევე დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მუხროვანის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. დღევანდელი აქცია მუხროვანის მოვლენებთან დაკავშირებით ანონიმურად გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დაიგეგმა. აქცია გაიმართა წუხელაც, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გამოკრულ ვანო მერაბიშვილის ფოტოს წითელი საღებავი შეასხეს.
XS
SM
MD
LG