Accessibility links

logo-print

ობამა დარწმუნებულია, რომ სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხო იქნება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადა უსაფრთხო იქნება და ამიტომ შეუძლია წავიდეს ყველა ამერიკელი, ვისაც წასვლა სურს. პარასკევს „CNN”-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ რუსეთს გაცნობიერებული აქვს ყველა რისკი, რაც ასეთი საერთაშორისო მასპინძლის როლის შესრულება ქვეყანას აკისრებს. თუმცა, ისეთი დიდი საერთაშორისო თავყრილობისათვის, როგორიც ოლიმპიადაა, გარკვეული საფრთხე ყოველთვის არსებობსო, - დასძინა ბარაკ ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები კოორდინაციაში იმყოფებიან რუს კოლეგებთან და გაცნობილნი არიან რუსეთის მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების გეგმებს.
XS
SM
MD
LG