Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს


მსოფლიო თანამეგობრობამ მყისიერად უნდა გამოხატოს პოზიცია ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში რუსეთის მიერ 11-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან სამუშაო სადილის დასრულების შემდეგ. მარგველაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ელჩებთან საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება იყო. "ჩვენ რეგულარულად ვაქციეთ ამ ტიპის შეხვედრები გამომდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნიდან, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი ინფორმაციით, ელჩებთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ვალდებულებები და შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი სამოქმედო გეგმა.
XS
SM
MD
LG