Accessibility links

პროკურატურამ რამდენიმე პირი დაიბარა „მუხროვნის საქმეზე“ დასაკითხად


დაზარალებულის სტატუსით მოწმედ დასაკითხად საქართველოს პროკურატურამ დაიბარა მუხროვნის ამბოხების ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე და სამართალდამცავების მიერ სპეცოპერაციისას მოკლული გია კრიალაშვილის და. „მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემის ფაქტზე“ გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო ინტერნეტსივრცეში 29 იანვარს, საღამოს გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, რომელშიც ჩანან ყოფილი ხელისუფლების და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ისმის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიტყვები, რომ ორი გვამის მიტანას ითხოვს. პროკურატურა აცხადებს. რომ სწავლობს 2009 წლის მაისში, მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გია კრიალაშვილის ლიკვიდაცია.
XS
SM
MD
LG