Accessibility links

იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა ამნისტიის კანონს და „დიქტატორული კანონების“ გაუქმებას


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს და ასევე განკარგულებას, რომლითაც უქმდება 16 იანვარს მიღებული „დიქტატორული კანონმდებლობა“. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტები უკრაინის პარლამენტმა კვირის დასაწყისში საგანგებო სესიაზე ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამნისტიის კანონი ითვალისწინებს, საპროტესტო დემონსტრაციების დროს დაკავებული ყველა აქტივისტის განთავისუფლებას და მოუწოდებს ოპოზიციას, რათა დატოვონ მათ მიერ დაკავებული ყველა ადმინისტრაციული შენობა. თავად პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კი 30 იანვრის შემდეგ ბიულეტენზე იმყოფება.
XS
SM
MD
LG